logo
ENG



"მტერმა ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა, ისინი ყირიმიდან გამოუშვეს" - ჰუმენიუკი ოდესაზე

15 მარ 202420:14
3 წუთის საკითხავი
clock 284
2024/03/15/yno2qezp6f37nnf.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის, ნატალია ჰუმენიუკის განცხადებით, რუსეთმა ოდესაზე თავდასხმისთვის ბალისტიკური რაკეტები - ისკანდერი გამოიყენა.

მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო არმიამ ბალისტიკური რაკეტები დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გამოუშვა.

"მტერმა ბალისტიკური რაკეტები - ისკანდერი გამოიყენა. ისინი დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გამოუშვეს. დაღუპულთა შორის არიან მედიკოსები და მაშველებიც. ისინი პირველი აფეთქების შემდეგ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც დაბომბვა განმეორდა", - აღნიშნა მან.

დღეს რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა, 73 კი დაშავდა. თავდაპირველად, ამის შესახებ ინფორმაცია ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა გაავრცელა. 16 მარტი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.


close დახურვა